7:53 AM დედამიწის უკანასკნელი ზამთარი |
პოსტი ეძღვნება დედამიწის უკანასკნელ ზამთარს, როცა არ უნდა დადგეს იგი რატომღაც მგონია, რომ დედამიწა უახლოეს ერთ წელიწადში არ განადგურდება, თუმცა, თუ მაინც დაიწყო განადგურება, ალბათ, არც არავინ ააშენებს კოსმოსურ ხომალდებს კოსმოსში გასაქცევად. უფრო სავარაუდოა, რომ ყველანი წრეზე ვირბენთ და ვიყვირებთ მანამდე, სანამ გვექნება სარბენი წრე. მერე კონტინენტები გაიყოფა, ცათამბჯენები დაინგრევა, ვულკანები ამოიფრქვევა.. ძალიან რთული გახდება, რომ გული არ გვერეოდეს. რა სამწუხაროა, რომ გოგოები, რომლებმაც სიწმინდე ქმრებისთვის შემოინახეს, ქალიშვილებად მოკვდებიან. არც ისაა მაინცდამაინც სასიამოვნო, რომ ჩვენი მშენებარე ბინები მანამდე დაინგრევა, სანამ აშენდება.
მე რას გავაკეთებდი ამ დროს? საოჯახო ალბომს გადმოვიღებდი და დავათვალიერებდი ძველ შავ-თეთრ სურათებს. აი, მე, ლელა, ლევანი და მშობლები. ლელას ის ჯემპრი აცვია, რომელიც მე მეცვა პირველ კლასში. თუმცა ამ სურათში მხოლოდ თვეების ვარ. რა ძველი ჯემპრი ყოფილა. აი, მე და ლევანი სოფელში. სკოლის ეზოში. მე გაღუნული ფეხები მაქვს. ლევანი ძალიან სასიამოვნოდ იღიმის. ეს _მე და ლელა ყრუ გზაზე. სასაფლაოს წინ. აღდგომაა. ეს სასაფლაო უკვე განადგურებული უნდა იყოს. თუ ნიუ-იორკი დაინგრა, ალბათ, ვერც ლაგოდეხი გადარჩებოდა. ეს მე ვარ ცხენზე. 5 წლის. კარგად მახსოვს, ჩემს შარვალს დიდხანს არ გასცილებია ცხენის სუნი. და ეს მე პირველი კლასის ზეიმზე. ფეხები ცოტა გამსწორებია. თეთრი კაბა მაცვია. |
|
სულ კომენტარები: 0 | |