მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

იყავი ის რაც ხარ, ყველა სხვა როლი დაკავებულია!

ხუთშაბათი, 2024-11-21
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 25 » მუშაობა საკუთარ თავზე
7:56 AM
მუშაობა საკუთარ თავზე
ერთ დროს მეგონა, რომ კარგად ვმღეროდი, მერე  ვოკალის პედაგოგთან მივედი და ყველა ილუზია დამემსხვრა. თურმე სხვებზე უკეთესად რომ მღერი, ბევრს არაფერს ნიშნავს. ვოკალის პედაგოგს შეუძლია, წამში გაგრძნობინოს, რომ დეტონაციები გაქვს, მაღალ ბგერებზე იძაბები, დაბალი ბგერები გეკარგება, მოკლედ, არარაობა ხარ. ვოკალის პედაგოგის მთავარი მისია, სანამ მეცადინეობას დაიწყებდეთ ისაა, რომ ღრუბლებიდან მიწაზე ჩამოგსვას.

სულ ცოტა ხნის წინ ისიც მეგონა, რომ ადამიანებთან ურთიერთობისას ბევრი პრობლემა არ მაქვს. ახალი ნაცნობების სახელებს ადვილად ვიმახსოვრებ, ხშირად  ვუღიმი გამვლელებს, საწინააღმდეგო სქესთან საუბრისას არ ვიძაბები, ჩემი სქესის ადამიანებთანაც არ ვღელავ დიდად. თუ ვინმე მომწონს, ამის გამოხატვა არ მიჭირს, თუ ვინმე არ მომწონს,  ადვილად ვიშორებ თავიდან.. სხვა რა არის საჭირო? ჰო. ბევრი მეგობარი მყავს და იუმორის გრძნობაც მაქვს.

რამდენიმე კვირაა, რაც აღმოვაჩინე, რომ დეტონაციები ადამიანებთან მიმართებაშიც მქონია.  პრობლემაა, რომ ზედაპირულ ნაცნობებს მაღაზიებში შესვლით ვემალები. პრობლემაა, რომ მამაჩემს ძალდატანების გარეშე ვერ ვეხუტები. პრობლემაა, რომ განსხვავებულ აზრს ცინიზმით ვპასუხობ.

ხოდა, ახლა ვცდილობ, როგორმე ეს პრობლემები მოვაგვარო და პოზიცია ,,მე ასეთი ვარ და რა ვქნა” ერთხელ და სამუდამოდ გადავდო გვერდით.

ალბათ, ისიც დაგაინტერესებთ, რამ შემიცვალა დამოკიდებულება საკუთარი უნარების მიმართ.  13 ნოემბერს დაიწყო ,,მზიანი სახლის” გრძელვადიანი ტრენინგი, რომელიც წელიწად-ნახევარი გაგრძელდება.   კურსი პიროვნულ განვითარებას ემსახურება და მეც კვირაში ერთხელ ოთხი საათის განმავლობაში საკუთარ თავზე ვმუშაობ. თუ ვინმეს დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ ტრენინგს იანვარში შეუერთდეთ.

ეს ბოლო სურათი დამშვიდობების ნაცვლად :)

ნანახია: 707 | დაამატა: depressroyale | ტეგები: თავზე, მუშაობა, საკუთარ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: