მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

იყავი ის რაც ხარ, ყველა სხვა როლი დაკავებულია!

ხუთშაბათი, 2024-11-21
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 25 » როგორ კვდებიან ბლოგები
7:49 AM
როგორ კვდებიან ბლოგები

ახალი ბლოგიმაქვს. არც ამ ბლოგის დამატებაა, არც ამ ბლოგის მეზობელი, არც ამ ბლოგის კონკურენტი. უბრალოდ, ახალი ბლოგია სოციალურ საკითხებზე და ერთი საინტერესო პროექტის ფარგლებში არსებობს(დემოკრატიული ღირებულებები ქართულ მწერლობასა და სიტყვიერებაში).  თითქმის ყოველდღე უნდა ვწერო და ჯერჯერობით ვასრულებ კიდეც ამ მოთხოვნას. ყოველ საღამოს ვფიქრობ კონკრეტულ თემაზე და ახალ პოსტში ხან ვრცლად განვიხილავ, ხანაც ზედაპირულად. რაც მთავარია, ვცდილობ, დღე არ ჩავაგდო.

არადა, როგორ ვიყავი დარწმუნებული, რომ წერისთვის არც დრო მქონდა და არც ხალისი. თურმე მქონია.. და სულ ტყუილად ვწუწუნებდი მკითხველებთან, რა ვქნა, საქმეები თავზე მაყრია-მეთქი. არა, საქმეები მართლაც თავზე მაყრია, მაგრამ ხელები ხომ თავისუფალი მაქვს (:დდ).  ასე რომ,  უბრალოდ უნამუსო ვარ. გული მეწურება, როცა წარმოვიდგენ, რამდენი ვიზიტორი მეყოლებოდა, აქაც რომ ყოველდღე ვწერდე.

პრინციპში, შემიძლია, ამ საკითხს ცოტა ნაკლებად კრიტიკულადაც შევხედო, რადგან მხოლოდ ჩემში არაა საქმე. თითქმის ყველა ბლოგერს აქვს ადრე თუ გვიან ,,გადაწვის პერიოდი”, რომელსაც ან აღწევს თავს, ან_ ვერა. რაც უფრო წარმატებული იყავი ,,გადაწვამდე” და რაც უფრო დიდ ხანს ხარ ,,გადამწვარი”, მით უფრო მცირდება შანსი, ოდესმე ჩვეულ ფორმაში ჩადგე. საბოლოოდ, ბლოგი კვდება, მკითხველები კი ბუზღუნებენ:  ეს ის ბლოგი აღარააო და ახალ საკითხავს პოულობენ.

,,გადაწვის” მიზეზები ძალიან ბევრია,  დაწყებული იქიდან, რომ შენი ოჯახის წევრები შენს ბლოგს  კითხულობენ  და  დამთავრებული იმით, რომ საზოგადოებრივ ზეწოლას ვერ უძლებ.ეს მეორე ფაქტორი უფრო მნიშვნელოვანია. საზოგადოებრივი ზეწოლა  ბუნებრივი მოვლენაა, რომელიც თან სდევს მრავალრიცხოვან მკითხველთან ურთიერთობას. თავდაპირველად  შენ მუშაობ პუბლიკაზე (ქმნი ბრენდს, აპიარებ შენს პროდუქტს და იქმნი იმიჯს), შემდეგ კი პარალელურ რეჟიმში პუბლიკაც იწყებს შენზე მუშაობას (განსაზღვრავს შენს განწყობას, მიგითითებს, რა მოსწონს და რა_ არა, გგრუზავს ან გახალისებს..  მოკლედ, გაპროგრამებს ისე, რომ ეს აზრად არც მას მოსდის და არც _ შენ).  მკითხველები გიკვეთავენ, წერო უფრო მეტი, წერო ისევ ისე, შეიცალო, ან არ შეიცვალო.. აღნიშნავენ, რა თემის ანალიზი გამოგდის უკეთესად და რა თემას უნდა აუარო გვერდი. მოკლედ, ისინი შენგან შექმნილი მოლოდინის გამართლებას ითხოვენ და თუ ეს ასე არ ხდება, ინტერესს კარგავენ.

საბოლოოდ, ეს სერიოზულად გიზღუდავს თავისუფლებას და შენი ბლოგიც შეკვეთილ ბლოგს ემსგავსება. დამკვეთი_ ხალხია და ის არაფერს გიხდის კეთილგანწყობის გარდა, რომელიც იდეალური ვალუტა სულაც არაა. ამის გამო  პრიორიტეტული ისეთი შეკვეთილი ბლოგის წარმოება ხდება, რომელშიც ანაზღაურებასაც მიიღებ. აი, ასე კვდებიან ენთუზიაზმზე მომუშავე ბლოგები.

არ მინდა, რომ ანინალენდსაც იგივე ბედი ეწიოს, ამიტომ თვითთერაპიას ვაწვები. ზუსტად ვიცი, რაც მჭირდება: ისე წერა უნდა ვისწავლო, რომ არც თავი დავკარგო და არც მკითხველი. ოპტიმიზმის საფუძველი ნამდვილად მაქვს:

ნანახია: 708 | დაამატა: depressroyale | ტეგები: კვდებიან, როგორ, ბლოგები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: