8:04 AM სიარული და ჯდომა |
![]() ხო, ახლა თავში დავბრუნდეთ: ქალაქში სიარული სასარგებლოა. ოღონდ თავჩაღუნული არ უნდა დადიოდე, ყველაფერს უნდა დააკვირდე, რადგან სიცოცხლე ზედმეტად ხანმოკლეა იმისთვის, რომ ყველაფერს არ დააკვირდე. აი, მე დღეს ქალაქში ბოდიალისას და შიგადაშიგ ჯდომისას გადავწყდი საინტერესო წყვილს. ბიჭი 20ის იქნებოდა, ქალი_ 35 და ზევით. ბიჭი საუბრობდა იმაზე, რა ძალიან არ უყვარს ტოტალიზატორში ფსონების კეთება, მაგრამ რა მაგრად იგებს. ყვებოდა, რა საშინელებებს უკეთებდნენ სკოლაში დირექტორს ის და მისი ძმაკაცები. მშობლებზეც ამბობდა რაღაცებს. ქალი უსმენდა, მხოლოდ უსმენდა. დროდადრო უხერხულად იშმუშნებოდა. ასეთ დროს ბიჭი წყვეტდა მოყოლას და თბილ წინადადებას ამბობდა –შაბათს თეატრში წავიდეთ–ს მსგავს , მერე კი აგრძელებდა: პოკერები, ფეხბურთი, ძმაკაცები. მერე ეს ქალი ადგა და თქვა: იკა 2 საათით დავუტოვე დედაჩემს და უნდა წავიდეო. წავიდა კიდეც. ბიჭი დარჩა. გაოგნებული და დამწუხრებული. მერე გადავაწყდი ერთ უცხოელს, რომელმაც მკითხა, სად შევჭამო ხინკალიო. მე ვუპასუხე, რომ ვეგეტარიანელი ვარ. გვიან მივხვდი, რომ მიუხედავად ამისა, მაინც შემეძლო მერჩია რამე. მაგალითად, ზახარ ზახარიჩი. ან მსგავსი. თქვენ სად ჭამთ ხოლმე? ბოლოს კი ძველი ნაცნობი შემხვდა, რომლის სახელიც ვერ გავიხსენე და რომელმაც ვერ გაიხსენა ჩემი სახელი. ვერაფრით მივხვდი, ამ ფაქტორის მიუხედავად, რატომ მივესალმეთ ერთმანეთს. ალბათ, იმედი გვქონდა, რომ რომელიმეს მაინც გვემახსოვრებოდა ახლახან სახლში დავბრუნდი, დავჯექი და ეს პოსტი დავწერე ჩემსავით მჯდომარე საზოგადოებისთვის. გუდ ლაქ! პ.ს. ჯდომის მავნებლობის შესახებ იხილეთ აქ |
|
სულ კომენტარები: 0 | |