8:19 AM ოცი ოცი ოცი | |
![]() ოცი წლის ვარ. როგორც იქნა, თინეიჯერობა დასრულდა და იქნებ სერიოზულ კამათებში ახლა ნაკლებად მომაკეტინონ სიტყვებით: ჯერ გაიზარდე და მერე ილაპარაკე… და კიდევ, 1 წელიც და ამერიკაში ლუდის ყიდვის უფლება მექნება, აქ კი _ 12ზე დაბრუნების : ] რა კარგია, რომ არავის მოულოცავს სიტყვებით: გილოცავ გაოცებას.. წელს არაჩვეულებრივი დაბადების დღე მქონდა, რომელიც იმიტომ იყო არაჩვეულებრივი, რომ არც ერთ ძველ დაბადების დღეს არ ჰგავდა. /ძველი დაბადების დღეები: ლოკაცია: სოფელი გურგენიანი. სტუმრები: არავინ. სასმელი: ღვინო. საჩუქრები: ყავის ჭიქები ვარდის გამოსახულებით ://// ვეტყვი, რომ მარტო ვარ და მომწყინდა. მგონი, ეს ყველაფერს ამართლებს გავედი და… ![]() გმადლობთ : მანქი, დოდკა, თაა, ეკა, ნატოშა, ალუკარდ, ნინო, ანანო და ბლანკ (ამ უკანასკნელმა მშვენიერი ბროლის ანგელოზი მაჩუქა) დამხვდნენ გოგოშკები, ძააალიან მაგარი გოგოშკები ბუშტებით, შუშხუნებით და ტორტით. მღეროდნენ ჩემთვის და მეხუტებოდნენ. ისეთი მაგარი ემოცია იყო და დღესასწაულის ისეთი ცხადი შეგრძნება, რომ ცრემლები ძლივს შევიკავე. მერე ეს ყველაფერი ჩემს სახლში გაგრძელდა კოლექტიური ტორტის ჭამით: იმ ღამეს ემოციებისგან გაგიჟებულმა ძლივს დავიძინე და ძილის წინ ვფიქრობდი, რომ ეს ასე არ უნდა დასრულდეს. თქვენი აზრით, რამდენი ფაქტორის დამთხვევა აქცევს კარგ დღეს კარგ დღედ? ჩემი აზრით, მხოლოდ სამიც საკმარისია: დაბადების დღე, მეგობრები და სასმელი საკმაოდ გვიან დავიშალეთ, მთვრალები და ძალიან მთვრალები ძილის წინ კი მშვიდად დავათვალიერე ის ორასამდე მილოცვა, რომელიც ჩემს ვოლზე დაიპოსტა და ჰო, ბოლო ლუკმა ყველაზე გემრიელი უნდა იყოს: კლავიატურაზე უმბერტო ეკოს ,,ვარდის სახელი” დამხვდა. გმადლობ, ლელა, გმადლობ, ლევან.. პ.ს. არ გინდათ, აიპოდის მოგებაში დამეხმაროთ? | |
|
სულ კომენტარები: 20 | 1 2 » | ||||||||||
| |||||||||||
1-10 11-20 | |||||||||||