მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

იყავი ის რაც ხარ, ყველა სხვა როლი დაკავებულია!

ხუთშაბათი, 2025-07-17
მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 3 » შენ თავისუფალი ხარ by nancygaladriel
0:13 AM
შენ თავისუფალი ხარ by nancygaladriel

შენ  დადიხარ სკოლაში და ამბობ რომ სხვა გზა არაა,არადა  კარგად იცი სხვა გზა.

შენი თავის უფალი ყველაა,შენს გარდა.

შენ არასოდეს გაგიშლია ხელები თავისუფლებისაგან გახარებულს.

შენ გინდა მერხები დაამტვრიო,მასწავლებელს ჩახადო,გაიკეთო ტატუ,”მას” უთხრა რა ძლიერ გიყვარს და შეიგრძნო მიდი სხეულის სითბო,მთლიანად გაშიშვლდე და გაიქცე სახლიდან,მაგრამ შენ ამ ყველაფერს მხოლოდ ოცნებაში ბედავ.

შენ მუშაობ და ვერ იტან უფროსს,იმიტომ რომ დამპალი კაპიტალისტია,მაგრამ არასოდეს ეუბნები ამას.

შენ თავში ჩაგიბეჭდეს ათასი სისულელე,რომელსაც ზოგჯერ არ ეთანხმები,მაგრამ გეშინია ამის თქმის.

შენ იშვიათად ხარ შენ.

შენ იცი,რომ შენივე სქესი გიზიდავს,მაგრამ ეს მხოლოდ შენ იცი.

შენ ყოველდღე გცემს ქმარი და იტან,რადგან რომ დაშორდე "რას იტყვის ხალხი”.

შენ მალავ შენს სარწმუნოებას,რადგან გეშინია მათი.

შენ გინდა იყო თავისუფალი და გააკეთო ის,რაც გინდა,მგარამ ვერ ბედავ.

შენ ამაყად დგამ ზემოთხსენებულ ყველა ნაბიჯს,შენ თავისუფალი ხარ.

ნანახია: 1468 | დაამატა: depressroyale | ტეგები: შენ თავისუფალი ხარ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: