8:13 AM შტერი | |
![]() მგონია, რომ მხოლოდ სიშტერეშია ბედნიერება. როგორც კი მიაღწევ სიშტერის იმ ზღვარს, როცა შეგიძლია ქართველი მსახიობი შეიყვარო/კვერცხი ზეთის გარეშე შეწვა/ზღვაზე საცურაო კოსტიუმის გარეშე წახვიდე _ მაშინვე იგრძნობ, რომ ცხოვრება მარტივი გახდა. თურმე სულ ტყუილად დავობდი ე.წ. კონცეპტუალურ საკითხებზე, უშედეგოდ აანალიზებდი ყველა დილემას და ამაოდ ცდილობდი, რაციონალურობა შეგენარჩუნებინა. ანალიზიც, რაციონალიზმიც და კონცეპტუალურობაც ისეთი სიტყვებია, წესიერმა შტერმა ადამიანმა რომ არ უნდა იცოდეს. მეც მინდა შტერი ვიყო, თუ ყველა შტერია. ჰოდა, წარმატებებიც მაქვს ამ მხრივ. მოვახერხე და ფიქრის დრო მინიმუმამდე შევამცირე, მაგრამ ხანდახან მაინც მეფიქრება. ძველი ჩვევის ამბავია. შხაპის მიღებისას ფიქრს ვერაფერს ვუხერხებ. არადა ამის გამო შხაპზე ხომ ვერ ვიტყვი უარს. ჯობს, ისევ ჭკვიანი ვიყო, ვიდრე დაუბანელი. თქვენ თუ მოგნდომებიათ ოდესმე, არ გცონოდათ ის, რაც იცით? p.s. პიესი განკუთვნილია იმ ჭკვიანისთვის, ვინც იტყვის, ნაწერს ეტყობა, შენი დაშტერების გეგმა რომ წარმატებით მიმდინარეობსო: | |
|
სულ კომენტარები: 0 | |