მთავარი » 2011 სექტემბერი 29 » ჩემი თავის უფალი
7:37 PM ჩემი თავის უფალი | |
ჩვენ ადამიანები სუსტი არსებები ვართ. ალკოჰოლსა და სიგარეტზე დამოკიდებულები, სიყვარულის გამო თავს რომ ვიკლავთ და ფულის გამო სხეულს ვყიდით. ჩვენ მონები ვართ, ხშირად გვაბრალებენ თავისუფლებას და გვაიძულებენ ეს სიტყვა მძიმე ტვირთივით გვეწვას მხრებზე , სინამდვილეში კი არცერთი ჩვენთაგანი ყოფილა თავისი თავის უფალი, უბრალოდ რაც უნდა იმის გაკეთებაში ცდილობდა ამოეცნო თავისუფლება, მერე კი ამითი სხვაგან ეამაყა. აქედანვე იწყება ჩვენი არა–თავისუფალი აზროვნება. ვფიქრობთ ერთს ვაკეთებთ მეორეს, ვგრძნობთ რაღაცას და საერთოდ არაფერს ვაკეთებთ ან ვაკეთებთ ყველაფერს ოღონდ სხვის დასანახად. ვერ ვხვდებით რომ ჩვენ ამ საქციელით „სხვის უფლები" უფრო გამოვდივართ ვიდრე ჩვენი საკუთარი თავების. შენ, მარტივად დაირქმევ ამ სიტყვას, მაგრამ ვერც კი მიხვდები რამხელა აზრი დევს მასში. შენ უზრდელობისა და უტაქტობის მანიით შეპრობილი შენს მდარე აზრებს თავისუფლებს უწოდებ და მერე იმას გააკეთებ რასაც შენზე ძლიერი გიკარნახებს. არარსებული ავტორიტეტი რომ აიმაღლო.სინამდვილეში კი ნოლი იქნები და მეტი არაფერი, არარაობა რომელიც ნოლსა და მინუს უსასრულობაში დაიკარგა და ვეღარ პოულობს გზას. შენ მუდამ მინუსში იქნები, პიროვნება რომელიც პირუტყვს დაემსგავსება და ადამიანი რომელსაც არც „კაცურის" დამატება უშველის წინ, კაცის თვისებები რომ გააჩნდეს. შენ ვერასდროს მიხვდები რა არის თავისუფლება, შეიძლება ვერც მე მივხვდე, მაგრამ იმას კი გავაკეთებ ყოველთვის გულიდან რომ წამოვა, ძარღვებს რომ გაივლის და მთელ ტანში რომ დამივლის ჟრუანტელივით. ვიცი ბევრი ამას ცუდათ გაიგებს, მაგრამ ისიც ვიცი მუდამ ასეთი რომ ვიქნები. ბოლომდე პირდაპირობით, ბევრი არ–დაფასებითა და ნაკლები პირში სიცილით. ვიცი გამოჩნდება თავის–უფლება და ადამიანები ვინც ამას შეამჩნევენ, თქვენთვის კი ყველაფერი ეს შეუმჩNეველი დარჩება, ჩემო საყვარელო მეგობრებო. | |
|
სულ კომენტარები: 39 | 1 2 3 4 » | ||||||||||
| |||||||||||
1-10 11-20 21-30 31-39 | |||||||||||