ზრის,სინდისისა და რელიგიის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების საფუძველია.ეს უფლება მორწმუნეთა ცნობიერებისა და მათი ცხოვრების წესის განმსაზღვრელი ერთ-ერთი სასიცოცხლო ელემენტია და,ამასთანავე,იგი ფასეულია ათეისტებისა დ აიმ პირებისთვისაც,რომელნიც ინდიფერენტულნი არიან რელიგიისადმი. რელიგიურ თავისუფლებებს ასევე მოიცავს "რელიგიის გამომჟღავნების თავისუფლებაც”,როოგრც ცალკე,ისე სხვებთან ერთად,კერძოდ ან საჯაროდ. რელიგიის თავისუფლებაში გამოიყენება ტერმნები: "აზრი”,”სინდისი”,”რელიგია” და "რწმენა” – ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პრაქტიკამ,თავისებურად განმარტა,რაც საინტერესოს ხდის მის სამართლებრივ მნიშვნელობას. სინდისისა და რელიგიის თავისუფლების მიხედვით,ყველა ადამიანს აქვს უფლება საკუთარი შეხედულებებისამებრ,მიიღოს ან აღიაროს,რელიგია ან მრწამსი,როგორც ცალკე,ისე სხვებთან ერთად,კერძოდ ან საჯაროდ. ყველას აქვს უფლება შეასრულოს და გამოხატოს საკუთარი რელიგი ლოცვით,ქადაგებითა და სწავლებით,ყოველგვარი გარეგანი ზემო
...
კითხვის გაგრძელება »
|
რაში გამოიხატება სიყვარული? იმაში , რომ ეგოისტურად გინდა ის სულ შენი იყოს ??ან დავიჯერო ისაა სიყვარული, ბოლომდე ცდილობდე მოკლა მისი პიროვნულობა რათა სულ იაროს შენს ახირებებზე??-მარტო იმაზე ფიქრობდე რა გინდა შენ და არ გადარდებდეს ის ამ მომენტში რას გრძნობს ..."მე მინდოდა ჩემთან ყოფილიყო დღეს", "მე მინდოდა რომ დღეში 15-ჯერ გაემეორებინა დაზეპირებული საალერსო სიტყვები, მან კი მხოლოდ 5-ჯერ თქვა(!)", "მე მინდოდა ვენახე, აბა რისთვის დავხარჯე ფული სალონში?!"..."მე მინდოდა","მე მინდოდა","მე მინდოდა",....არადა იქნებ რა უნდოდა მას??-არ! ჩვენ მზად ვართ ბოლომდე შევჭამოთ საყვარელი ადამიანები, სისხლი გამოვწოვოთ, ჩვენი ვამპირიზმით გავტანჯოთ, სული ამოვხადოთ ეჭვებით, მოთხოვნებით, პრეტენზიებით... ჩვენ ვცდილობთ ჩვენს მეგობრებს, შეყვარებულებს, ოჯახის წევრებს მოვპაროთ კაცობრიობის ასე სათაყვანებელი თავისუფლების ცნება, რომელსაც თავადაც ვაღმერთებთ და მზად ვართ ვებრძოლოთ ნებისმიერს, ვინც მის წართმევას შეეცდება...ხოდა თუ ასე ძვირფასია
...
კითხვის გაგრძელება »
|
შენ, ის , ჩვენ თუ თქვენ არვიცი, მაგრამ მე კი ნამდვილად ვარ თავისუფალი : )
საინტერესოა ვის როგორ გესმით სიტყვა – თავისუფლება, რადგან , ეს ისეთი ცნებაა რომელსაც ესე, ერთი ხელის მოსმით ვერ ახსნი. ვიკიპედიას რომ ვკითხოთ თავისუფლება შეიძლება ნიშნავდეს შემდეგს: პოლიტიკურ ცნებას, ფილოსოფიურ კატეგორიას, რადიოს სახელწოდებას, საქართველოს ჰიმნს, სოფელს სოხუმის რაიონში და პოლიტიკური პარტიას საქართველოში. ისევ პოლიტიკას მივადექით , არცაა გასაკვირი.ჩვენთან ხომ თავისუფლების გაგონებაზე ყველას თუ არა უმეტესობას, განსაკუთრებით საბჭოთა კავშირში ჩარჩენილ თაობებს პოლიტიკასთან დაკავშირებული ასოციაციები უჩნდებათ. ცოტათი უფრო პატარა რომ ვიყავი, სკოლაში დაფასთან გავყავდი , "რთულ” სიტყვას მაძლევდნენ და მერე რა ასოციაციებიც გამიჩნდებოდა უნდა ჩამომეწერა. ეს რთულ სიტყვა კი ერთ დიდ წრეში უნდა ჩამესვა ხოლმე. დღეს რომ იგივე წესებით დავიწყო თამაში, რთულ სიტყვად "თავისუფლება” მივიჩნიო და მის გარშემო , ამოტივტივებული ასოციაციები ჩამოვწერო,
...
კითხვის გაგრძელება »
|
ადამიანი დიდი კითხვის ნიშნით. ადამიანი–არსება დაუოკებელი მადით და გაუმართლებელი მიზნებით. არასდროს მიფიქრია იმაზე, რატომ დავირქვით სამყაროს გვირგვინი სახელად. ალბათ იმიტომ, რომ გვირგვინი– სიმბოლოა გაუმართლებელი, სასტიკი და ეგოისტური მმართველობისა. ნებისმიერი სულდგმული მთელს სიცოცხლეს წინასწარ გაწერილი გეგმით და მიზნით გადის. რისთვის ცხოვრობს ადამიანი, რატომ ცდილობს ხანმოკლე ცივილიზაციასთან არათავსებადი სიცოცხლის– დამანგრეველი აღმოჩენებისთვის ხარჯვას?
ადამიანი ცდილობს საკუთარი ულიმიტო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას სიცოცხლის პირველი წუთებიდან. ადამიანი ცდილობს, სამოთხე მოიწყოს სიცოცხლეშივე დედამიწაზე. რა თქმა უნდა ამას ბოლომდე ვერასდროს ახერხებს და ამ ოცნების დაჯერებას მერე სხვა, მომავალ ადამიანებს აიძულებს. ადამიანებმა ვერ გავაცნობიერეთ, რომ ვნებიანი სიყვარული, სამყაროს ყველა არსებული კანონით, სექსის დასაწყისიდან მის დასასრულამდე გრძელდება. გამოვიგონეთ მორალი, ეთიკა, ერთგულება და წესები ამ ყველაფრის რეგულირებისათვის. ჩვენი
...
კითხვის გაგრძელება »
|
ახლა, დაახლოებით ოცდაათიოდე წამის წინ ჩემს ბლოგზე ვიყავი, და შემეშინდა… შემეშინდა ჩემი ჩანაწერების… ისედაც ხასიათზე არ ვარ და არ მინდოდა საბოლოოდ გამფუჭებოდა.. აღარ მინდა ნეგატივი, მაგრამ რა ვქნა არ გამოდის… დღეს უაზრო ჩხუბი.. დედაჩემის მზრუნველობა, რომელიც უკვე ყელში გასხამს.. არა, უმადური შვილი არ ვარ, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტი იყო.. უკვე საკუთარ თავსაც კი ჯობნის.. დავიღალე… აღარ მინდა ამდენი დეპრესიული ჩანაწერის გაკეთება.. არადა, დეპრესია ჩემგან საკმაოდ შორსაა.. მიყვარს ცანცარი და სიცილი.. ნუ მხოლოდ ხანდახან თუ დავდეპრესიულდები, ყოველთვის კარგ ხასიათზე ვერ იქნები… მაგრამ ეს 3-4 დღეზე მეტ ხანს არ გასტანს ხოლმე როგორც წესი… დავიღალე… არდადეგები მინდა.. დასვენება მინდა… მარტო… კიდევ ერთხელ ვიტყვი: მარტო!… აღარ მინდა ჩემს მშობლებთან ერთად ზღვაზე წასვლა.. აღარ მინდა ათ საათზე დაძინება ბათუმში.. აღარ მინდა ყოველ 15 წუთში მირეკავდნენ იმის გასაგებად ხომ არ მოვკვდი.. მოკლედ, რამდენი აღარ მინდა დამიგროვდა… უნდა ამოვთქვა… დედა, ამას თუ ოდ
...
კითხვის გაგრძელება »
|
ჩვენ ადამიანები სუსტი არსებები ვართ. ალკოჰოლსა და სიგარეტზე დამოკიდებულები, სიყვარულის გამო თავს რომ ვიკლავთ და ფულის გამო სხეულს ვყიდით. ჩვენ მონები ვართ, ხშირად გვაბრალებენ თავისუფლებას და გვაიძულებენ ეს სიტყვა მძიმე ტვირთივით გვეწვას მხრებზე , სინამდვილეში კი არცერთი ჩვენთაგანი ყოფილა თავისი თავის უფალი, უბრალოდ რაც უნდა იმის გაკეთებაში ცდილობდა ამოეცნო თავისუფლება, მერე კი ამითი სხვაგან ეამაყა. აქედანვე იწყება ჩვენი არა–თავისუფალი აზროვნება. ვფიქრობთ ერთს ვაკეთებთ მეორეს, ვგრძნობთ რაღაცას და საერთოდ არაფერს ვაკეთებთ ან ვაკეთებთ ყველაფერს ოღონდ სხვის დასანახად. ვერ ვხვდებით რომ ჩვენ ამ საქციელით „სხვის უფლები" უფრო გამოვდივართ ვიდრე ჩვენი საკუთარი თავების. შენ, მარტივად დაირქმევ ამ სიტყვას, მაგრამ ვერც კი მიხვდები რამხელა აზრი დევს მასში. შენ უზრდელობისა და უტაქტობის მანიით შეპრობილი შენს მდარე აზრებს თავისუფლებს უწოდებ და მერე იმას გააკეთებ რასაც შენზე ძლიერი გიკარნახებს. არარსებული ავტორიტეტი რომ აიმაღლო.სინამდვილეში კი ნოლი იქნები და მეტი არაფერი, არარაობა რომელიც ნ
...
კითხვის გაგრძელება »
|
სულელები მზად არიან ყველაფერი გაიღონ ორი რამისთვის-ბედნიერებისა და თავისუფლებისთვის, მაგრამ სასტიკად ისჯებიან, როდესაც ორივეს იღებენ, რადგან ბედნიერების განცდა მათ არ ძალუძთ, ხოლო რა მოუხერხონ თავისუფლებას, წარმოდგენა არ აქვთ. (ბერნარდ შოუ) ბევრის მიზანია, ბევრი მიისწრაფის მისკენ და რაც შეიძლება მეტ აკრძალულ ხილს ჭამს რათა დაამტკიცოს, რომ თავისუფალია… რა არის სინამდვილეში თავისუფლება? მე მხოლოდ ჩემ აზრს მოგახსენებთ: თავისუფლება ჩემთვის არის იმის უფლება, რომ მე ჩემით მივიღო გადაწყვეტილებები, გამოვიტანო დასკვნები, ვიმოქმედო თავისუფლად სხვის შეუზღუდავად, ვიცხოვრო, ვისუნთქო, არ მაიძულონ და აზრები არ მომახვიონ თავზე… ჩემი აზრით თავისუფლება არ არის ყოველი სოციალური ან ადამიანური ნორმის დარღვევა, არ არის აუცილებელი გამოვეყო საზოგადოებას, არ არის საჭირო ვიყო ორიგინალური, არ არის საჭირო ვიყო დაუმორჩილებელი… ხშირად ერევათ ხოლმე ჩემს ირგვლივ მყოფ ადამიანებს თავისუფლება და ყველაფრის უფლება. ბოლო კი შეიძლება საშინელ დაავადებაში გადაიზარდოს რომელსაც
...
კითხვის გაგრძელება »
| |