მთავარი » 2011 სექტემბერი 29 » რელიგიის თავისუფლების აზრი და მისი ევოლუცია
9:20 PM რელიგიის თავისუფლების აზრი და მისი ევოლუცია | |
ზრის,სინდისისა და რელიგიის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების საფუძველია.ეს უფლება მორწმუნეთა ცნობიერებისა და მათი ცხოვრების წესის განმსაზღვრელი ერთ-ერთი სასიცოცხლო ელემენტია და,ამასთანავე,იგი ფასეულია ათეისტებისა დ აიმ პირებისთვისაც,რომელნიც ინდიფერენტულნი არიან რელიგიისადმი. რელიგიურ თავისუფლებებს ასევე მოიცავს "რელიგიის გამომჟღავნების თავისუფლებაც”,როოგრც ცალკე,ისე სხვებთან ერთად,კერძოდ ან საჯაროდ. რელიგიის თავისუფლებაში გამოიყენება ტერმნები: "აზრი”,”სინდისი”,”რელიგია” და "რწმენა” – ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პრაქტიკამ,თავისებურად განმარტა,რაც საინტერესოს ხდის მის სამართლებრივ მნიშვნელობას. სინდისისა და რელიგიის თავისუფლების მიხედვით,ყველა ადამიანს აქვს უფლება საკუთარი შეხედულებებისამებრ,მიიღოს ან აღიაროს,რელიგია ან მრწამსი,როგორც ცალკე,ისე სხვებთან ერთად,კერძოდ ან საჯაროდ. ყველას აქვს უფლება შეასრულოს და გამოხატოს საკუთარი რელიგი ლოცვით,ქადაგებითა და სწავლებით,ყოველგვარი გარეგანი ზემოქმედების გარეშე. ის,რომ რელიგია და სახელმწიფო არ იყო სეკულარიზებული,ბევრ პრობლემას წარმოადგენდა ადამიანის გამოხატვის და რელიგიის თავისუფლების უზრუნველსაყოფად.1965 წელს,ვატიკანმა გამოაქვეყნა რელიგიის თავისუფლების დეკლარაცია,რომლის მიხედვით – "ვატიკანის მსოფლიო კრება აცხადებს,რომ ადამიანს აქვს უფლება რელიგიის თავისუფლებაზე.აღნიშნული თავისუფლება გულისხმობს,რომ ყველა ადამიანი თავისუფალია ინდივიდებს,სოციალურ ჯგუფებს ან სხვა ნებისმიერ ადამიანური ძალის მხრიდან იძულებისგან.რელიგიის თავისუფლების საფუძველი ადამიანის პიროვნების ღირსებაშია,რადგანაც ეს ღირსება უფლის სიტყვის თანახმადაა ცნობილი”. რელიგიის თავისუფლების დასაცავად ეს ერთ-ერთი პროგრესული ნაბიჯი იყო,რადგან ყველას საკუთარი შეხედულების თანახმად შეეძლოა გამოეხატა საკუთარი რწმენა,რაც მთავარია,მას ამისთვის არ ემუქრება დასჯა,როგორც ადრე ხდებოდა.მაგ: 1215 წელს,ლატერანის IV საეკლესიო კრებამ გამოაქვეყნა დეკრეტი: "ჩვე,ეკლესიიდან განვკეთთ და ანატჰემას გადავცემთ მწვალებლობის ყოველ გამოვლინებას,რომელიც წმინდა ორთოდოქსული და კათოლიკური მრწამსის წინააღმდეგ გაილაშქრებს.საერო ხელისფლებმაც,თუ სურთ,რომ მორწმუნეთ იქნენ განხილულნი,უნდა დადონ ფიცი,რომ კეთილსინდისიერად იბრძოლებენ და ყველაფერს იღონებენ,რაც ძალუძთ,ეკლესიის მიერ მითითითებულ ერეტიკოსთა გასანადგურებლად”. ამ შეთანხმებაში აშკარა ხდება ეკლესიის ჩარევა საერო,სახელმწიფოს საქმეებში,რადგან ადამიანის საერო წესით დასჯა სახელმწიფოს პრეროგატივაა და არა ეკლესიის.დეკლარაციაში კი ნათლად ჩანს თუ,როგორ ახდენს ეკლესია ზეწოლას სახელმწიფოზე,რაც გამოიხატება მწვალებლების დასჯაში ეკლესიის მითითებით. ზემოთ მოყვანილი ორი დეკლარაციის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ,შევნიშნავთ,რომ "რელიგიის” მნიშვნელობა შეიცვალა 1965 წელს.1215 წელს ,ის სულ სხვა მნიშვნელობით გამოიყენებოდა. იმ მოსაზრებას,რომლის მიხედვით ყველა ადამიანის ფლობს "ბუნებით უფლებას”,საფუძველი ჩაეყარა შუა საუკუნეების მოაზროვნეების მიერ.ამ დოქტრინამ პროგრესული გავლენა გავლენა იქონია ადამიანთა ცნობიერებაზე. შუა საუკეებში იყო საუბარი "ეკლესიის თავისუფლებაზე”,მაგრამ ეს არ ყოფილა იმის გარანტი,რომ თითოეულ ადამიანს ექნებოდა სინდისის თავისუფლების საშუალება.იმის გამო,რომ არ მოიცავდა უფლებებს რელიგიის თავისუფლებზე,არ იყო საკმარისი არგუმენტ თავისუფლების "ბუნებითი უფლება”. რელიგიური შემწყნარებლობისკენ მოწოდება ადრეულ ეპოქაშიც იყო,ამის მაგალითია ის,რომ ბუდიზმის მიმდევარმა მეფე აშიკომ მოსახლეობას შემწყნარებლური ცხოვრებისკენ მოუწოდა.მისი სიტყვები დღესაც ინარჩუნებს თავის აქტუალურობას: "უჯეროა მარტოოდენ თვისი თემის პატივიგება ან უბიჩად სხვისი თემის შებღალვა.მხოლოდ რაიმე ნაკლი შეიძლება იყოს შეგინების საფუძველი,რაკი ნებისმიერი თემის ამა თუ იმ მიზეზით პატივის ღირსია.როცა ამგვარად იქცევა ადამიანი,საკუთარი თემს განადიდებს და იმავდროულად საკადრისად ეპყროვა სსხვისას.სხვაგვარად მოქცევისას ადამიანი თავის თავს ვნებს და დაუმსახურებლად ამცირებს სხვისას.ვინაიდან,ვინც პატივს მიაგებს თავის თემს და სხვას კი მარტოოდენ საკუთარის ერთგულებისა და ერთგულებისა და განდიდების განზრახვით შეურაცყოფს,სინამდვილეში უდიდეს ზიანს გვრის მშობლიურ თემს”. რელიგიის თავისუფლების ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობია ქვეყნის მყარი და ძლიერი ეკონომიკური მდგომარეობა.მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რელიგიის თავისუფლების ბედი მასზე. ეკონომიკურ მდგომარეობასთან ერთად მნიშვნელოვანია ქვეყანაში მყარი პოლიტიკური მდგომარეობის არსებობა,წინაარმდეგ შემთხვევაში ხშირად იქცევა დისკრიმინაციის ობიექტად. რელიგიისა და პოლიტიკის ერთ-ერთი მიმართულება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სახელმწიფოს და ქვეყნის რელიგიურ ინსტიტუებს შორის სამართლებრივ ურთიერთობაზე.გარკვეული რელიგიური ჯგუფებისიურიდიულ სტატუსზე.საერთაშორისო პრაქტიკის საფუძველზე სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთობის რამდენიმე მოდელი შეიძლება გამოვყოთ” 1. სახელმწიფოსა და რელიგიის სრული გამიჯვნა; 2. სახელმწიფოსა და რელიგიის კორპორაციული გამიჯვნა; 3. რელიგიური პრიორიტეტი; 4. სახელმწიფო და რელიგია; ვინადიან,სახელმწიფოსა და რელიგიის სრული გამიჯვნა შეიძლება ჩავთვალოთ ყველა დემოკრატიულად,ამისთვის შეიძლება მივმართოთ აშშ_ს მაგალითს. აშშ-ში რელიგიურ ორგანიზაციებს საზოგადოებრივი ორგანიზაციის სტატუსი ენიჭებათ და თავიანთ საქმიანობაში ისინი ყველასათვის სავალდებული კანონებს ემორჩილებიან.რომელიმე რელიგიისთვის არ არსებობს პრიორიტეტი,სხვა რელიგიებთან მიმართებაში. სადაოა ის მოსაზრება,რომ რწემანა და რწმენიდან გამომდინარე ქმედებები გაალკევებული და განსხვავებადი კატეგორიებია.ეს შეხედულება არც სამართლის კომისიის და იურისპრუდენციით არის აღიარებული. პროფესორი ევანსის განცხადებით,პიროვნების იძულება იმქმედოს თავისი რელიგიის ან რწმენის წინააღმდეგ მძიმე ზეგავლენას ახდენს არა მარტო ფორუმ ეხტერნუმ-ზე,არამედ ასევე კერძო,შინაგან სინდისზე. იმ შემთხვევაში,როცა სახელმწიფო მოითხოვს ინდივიდისგან იმოქმედოს საკუთარი რელიგიის წინაარმდეგ,მაშინ უარყოფითი ზეგავლება ხდება ფორუმ ინტერნუმ-ზე.ასეთ შემთხვევად შეიძლება განვიხილოთ,როცა ხდება პიროვნების იძულება იმოქმედოს თავისი რელიგიის წინააღმდეგ. მიიღოს მონაწილეობა რელიგიურ რიტუალებში,რომელიც ეწინააღმდეგება მის რწმენებს,ან უარი თქვას საკუთარ რელიგიაზე. იმ სახელმწიფოებს,რომლებიც რელიგიის ან აღიარებენ ევროპის,საერთაშორისო კონვენციებს არ აქვთ უფლება დევნა მოახდინონ,რომელიმე რელიგიის ან შეუმწყნარებლობაში გამოიჩინონ რელიგიის მიმართ.ასეთი ფაქტები კი ბევრია ისტორიაში. სახელმწიფოს უფლება აქვს პირდაპირი გზით აკრიფოს დაწესებული ეკლესიისთვის განკუთვნილი საეკლესიო გადასახადები,მოცემული ეკლესიის წევრისაგან. იმ სახელმწიფოში,სადაც არის დაწესებული ეკლესია,ქვეყნის მთავრობას უფლება აქვს,ჩამოაყალიბოს ეკლესიაში სამუშაოს დაწყების,როგორც ზოგადი ხასიათის პირობები,ისე მოთხოვნები კონკრეტული თანამდებობის მიმართ. დღეს უკვე,როცა ევროპის ქვეყნება მიიღეს დეკლარაციები და კონვენციები რელიგიის თავისუფლების განსამტკიცებლად,მნიშვნელოვანი პროგრესული ნაბიჯი იქნა გადადგმული დემოკრატიული წყობილების მხრივს.წინ არის წამოწეული რელიგიური პლურალიზმის აქტუალურობა,რაც ერთ-ერთი მთავარია რელიგიის თავისუფლების თვალსაზრისით.სახელმწიფოები ცდილობენ ითანამშრომლონ ერთმანეთთამ,უსაფრთხო გარემოში იცხოვრონ სხვადასხვა ქვეყნის და რელიგიის წარმომადგნენლებმა ერთმანეთთან. სწორედ ამ მიზნით,სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ პაქტის მე-17,ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ევროპის კონვენციის მე-8 და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-12 მუხლით დაცული პირადი ცხოვრების ცხოვრების უფლებასთან ,რომელიც გულისხმობს ადამიანის ეგზისტენციისა და ავტონიმიის სფეროს.ამ საყოველთაოდ აღიარებული უფლებების შეზღუდვა აკრძალულია.გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა,როცა,შეიძლება შეიზღუდოს სხვა ადამიანების თავისუფლებისა და პირად ცხოვრებაში ჩაურევლობის უფლებით. ამა თუ იმ რელიგიური შეხედულებების შეცვლის უფლება არ შეიძლება რეგულირდებოდეს სახელმწიფოს მიერ. სინდისია და რელიგიის თავისუფლებაში იგულისხმება,რომ ყოველ ადამიანს უფლება აქვს იცხოვროს სხვა ადამიანთა სინდისთან ჰარმონიაში,ამ შემთხვევაში ,ის სინდისის აბსოლუტური თავისუფლებით სარგებლობს,მანამ,სანამ არ შეეხება სხვების თავისუფლებას. უმცირესობათა უფლებების დაცვის ქვეკომისიამ 1956 წელს,პირველად გამოიყენა "რელიგია და რწმენა” – ეს ორი ტერმინი ერთად,ისინი მოიცავდნენ სხვადასხვა თეისტურ მრწამსს,ისეთ რწმენებს,როგორიცაა აგნოსტიციზმი,თავისუფალი აზრი,ათეიზმი და რაციონალიზმი.მათი განმარტებით ტერმინი "რწმენა” არალეგიურ მრწამსაც გულისხმობს. ადამიანის უფლებათა კომისიის აზრით,მნიშვნელობა არა აქვს რელიგიისა და რწმენის წარმოშობის სროს და,რომ ძირძველ რელიგიებს არ უნდა ჰქონდეთ არანაირი განსხვავებული სამართლებრივი სტატუსი. ის ფაქტი,რომ აზრის,სინდისის,რელიგიისა და რწმენის თავისუფლება თანაბარი ღირებულებისაა,როგორც რელიგიური,ასევე არალელიგიური ადამიანებისთვისაც.ზრდის ამ უფლებების დაცვის აუცილებლობას. რელიგიის თავისუფლებისადმი მოწოდება აისახა ისეთ სამართლებრივ აქტებში,როგორიცაა 1789 წლის საფრანგეთის დეკლარაცია,”ადამიანისა და მოქალაქის უფლებების შესახებ”.ამავე დეკლარაციაში მე-10 მუხლის თანახმად: "არ შეიძლება ვინმეს შეეზღუდოს აზრის გამოხატვის თავისუფლება”. აშშ-ს 1791 წლის "უფლებათა ბილის” პირველი მუხლი უკრძალავს ცონგრესს მიიღოს ისეთი კანონი,რომელიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რომელიმე რელიგიას,ან პირიქით,კრძალავს მის თავისუფალ აღმსარებლობას. მართალია,გარკვეულწილად ადრეც არსებობდა მსგავსი "შეთანხმებები”,მაგრამ ის არ ყოფილა მყარი და ეფექტრული.ძირითადად ევროპული კონვენციები გავრცელდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. Aდამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის საფუძველი ჩაუყარა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებამ. გაეროს ასამბლეის მიერ 1948 წელს მიღებული "ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის” ,კერძოდ 26.2-ე მუხლის თანახმად "განათლება ხელს უნდა უწყობდეს ყველა ხალხის,ყველა რასობრივი და რელიგიური ჯგუფების ურთიერთ გაგებას.შემწყნარებლობას და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოღვაწეობას,მშვიდობის შესანარჩუნებლად”. დეკლარაცია უფლებას აძლევს სრულწლოვან ადამიანებს,ეროვნული ან რელიგიური ნიშნის მიხედვით,შეზღუდვების გარეშე დაქორწინდნენ და შექმნან ოჯახი. აღსანიშნავია,რომ ყოველი ადამიანი სარგებლობს აზრის,სინდისისა და რელიგიის თავისუფლებით. მნიშვნელოვანია,რომ რელიგიები ,რომლებიც ახლად დაფუძნებული რელიგიების ან იმ რელიგიების,რომლებიც იმყოფებიან უმცირესობაში,სამართლებრივად იყოს მათი უფლებები დაცული და არ მოხდეს მათი,რაიმე სახით დისკრიმინაცია.ესეთი ფაქტები ძირითადად რელიგიური უმრავლესობის მხირად მოდის. როცა საუბარია რელიგიისა და მრწამსის თავისუფლებაზე,ეს უფლებას გვაძლევს გავაკეთოთ ისეთი მოქმედებეი,როგორიცაა: რელიგიური ლიდერების არჩევა,სემინარებისა და რელიგიური სასწავლებლების დაარსების უფლება,ასევე უფლება გვეძლევა გავავრცელოთ რელიგირი შინაარსის ტექსტები და წიგნები. იმისათვის,რომ დაცული იყოს პიროვნების რელიგიის თავისუფლება უნდა აიკრძალოს მისი რწმენის შეცვლის იძულება ან,აღიარონ ძალისმიერი გზით,იძულებით. იმ მიზნით,რომ არ მოხდეს რომელიმე რელიგისათვის პრივილეგიის მინიჭება ან მისი "ქადაგება”,დეკლარაციის მე-18.4 მუხლის თანახმად,შეილება მხოლოდ რელიგიის ისტორიის სწავლება და არა,რომელიმე რელიგიის მრწამსის შესწავლა. რელიგიის თავისუფლების დაცვის მხრივ,მნიშვნელოვანია "საერთაშორისო კონვენცია დისკრიმინაციის ლოკვიდაციის შესახებ”.მიღებული კონვენცია,რომელიც მიიღეს 1966 წელს.კონვენციაში დაკონკრეტებულია რელიგიის თავისუფლების მნიშვნელოვანი როლი: · აზრის,სინდისისა და რელიგიის თავისუფლების უფლება; · რწმენის თავისუფლება და მისი თავისუფლად გამოხატვის უფლება. სწორედ ამ კონვენციიდან გამომდინარემგანსაკუთრებულად არის დაცული 18 წელს მიღწეული პირების უფლებები.კერძოდ კი,გაეროს ეგიდით 1989 წლის 10 ნოემბერს მიღებული "ბავშვის უფლებათა კონვენციის” თანახმად,მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ბავშვის აზის,სინდისისა და რელიგიის თავისუფლებას.რელიგიურ უფლებათა შეზუდვა აკრძალულია,გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა,როცა ის შეურაცყოფს სხვათა უფლებებს,საფრთხეს უქმნის ქვეყნის ან საზოგადოების უსაფრთხოებას. ამავე კონვენციის 30-ე მუხლით დაცულია უმცირესობათა უფლებები.სახელმწიფოებში,სადაც არსებობენ ათნიკური ან რელიგიური უმცირესობები,არ შეიძლება უარი ეთქვას უფლებზე,თავისი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად ეზიაროს საკუთარ კულტურას.დაუფარავად აღიაროს თავისი რელიგია და აღასრულოს რელიგიური წესები ან ისაუბროს მშOბლიურ ენაზე. მიუხედავად იმ დეკლარაციებიდა და კონვენციების არსებობისა,რომლებიც იცავედნენ ადამინაის რელიგიის თავისუფლებებს,მაინც ირღვეოდა მათი უფლები და ხშირად ყოფილან დისკრიმინაციის ობიექტი,როგორც სახელმწიფოს,ასევე თანამოქალაქეების მხრიდან. ამ ყველაფრის გათვალიწინებით,გაეროს გენერალრი ასამბლეა იძულებული გახდა 1981 წლის 25 ნოემბერს მეღო დეკლარაცია: "დეკლარაცია რელიგიისა თუ მრწამსის საფუძველზე შეუმწყნარებლობის დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ”. აღსანიშნავია,რომ ეს დეკლარაცია დღემდე ერთადერთია,რომელიც მიძღვნილია რელიგიისა თუ მრწამსის საფუძველზე რელიგიისა თუ მრწამსის საფუძველზე გამოვლენილ დისკრიმინაციებზე. რელიგია და მრწამსი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია მორწმუნეების ცხოვრებაში. გარდა ფიზიკური პირებისა,დისკრიმინაციის ობიექტი შეიძლება იყოს ნებიემიერი სახელმწიფო თუ ორგანიზაცია. ამ დეკლარაციებს ისიც განამტკიცებს,რომ მისი დარღვევის შემთხვევაში რომელიმე ქვეყნის მიერ,აღქმული იქნება,როგორც დაბრკოლება სახელმწიფოებს შორის მეგობრული ურთიერთობისა და საფრთხის შექმნა მშვიდობიანი თანაცხოვრებისა.რაც ბუნებრივია ,რომ არცერთი დემოკრატიული სახელმწიფოს ინტერესებში არ შედის.სწორედ ამაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ,რომ ეს დეკლარაციები თუ კონვენციები მაქსიმალურად იქნება დაცული და შესრულებული სახელმწიფოების მიერ. აშკარაა,რომ ბევრი რამ შეიცვალა ადრელ ეპოქასთან შედარებით,რელიგიის თავისუფლებასთან მიმართბაში,ბევრი პროგრესული ნაბიჯები დაგაიდგა და სახელმწიფოები ცდილობენ,რომ მაქსიმალურად იყოს თავიანთი მოსახლეობის უფლებები დაცული.მაგრამ რასაკვირველია,გადადგმული ნაბიჯები არ არის საკმარისი და მას კიდევ სჭირდება დახვეწა და განახლება,რადგანაც წლებთან ერთად იცვლება ადამიანთა მსოფხევდველობა და რამდნიმე წლის წინ მირებული შეთანხმებები ვერ იქნება შესბამისი ახალი ეპოქის.საერთაშორისო თანამეგობრობამ მაქსიმლალურად ამ მხრივ პლურალიზმის დამკვიდრება,ისე,რომ არ იყოს სხვათა უფლებები დარღვეული.გარდა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისა,ეს თითიოეული ადამიანის პრობლემას უნდა წარმოადგენდეს,როგორც უმრავლესობის,ასევე უმცირესობის.რადგან მთლიანობაში ეს მათი უსაფრთხოების გარანტი იქნება. | |
|
სულ კომენტარები: 39 | 1 2 3 4 » | ||||||||||
| |||||||||||
1-10 11-20 21-30 31-39 | |||||||||||