მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

იყავი ის რაც ხარ, ყველა სხვა როლი დაკავებულია!

პარასკევი, 2025-07-18
მთავარი » 2011 » სექტემბერი » 29 » გამიშვით თავისუფლება მინდა…
7:40 PM
გამიშვით თავისუფლება მინდა…
ახლა, დაახლოებით ოცდაათიოდე წამის წინ ჩემს ბლოგზე ვიყავი, და შემეშინდა… შემეშინდა ჩემი ჩანაწერების… ისედაც ხასიათზე არ ვარ და არ მინდოდა საბოლოოდ გამფუჭებოდა.. აღარ მინდა ნეგატივი, მაგრამ რა ვქნა არ გამოდის…

დღეს უაზრო ჩხუბი.. დედაჩემის მზრუნველობა, რომელიც უკვე ყელში გასხამს.. არა, უმადური შვილი არ ვარ, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტი იყო.. უკვე საკუთარ თავსაც კი ჯობნის.. დავიღალე… აღარ მინდა ამდენი დეპრესიული ჩანაწერის გაკეთება.. არადა, დეპრესია ჩემგან საკმაოდ შორსაა.. მიყვარს ცანცარი და სიცილი.. ნუ მხოლოდ ხანდახან თუ დავდეპრესიულდები, ყოველთვის კარგ ხასიათზე ვერ იქნები… მაგრამ ეს 3-4 დღეზე მეტ ხანს არ გასტანს ხოლმე როგორც წესი…





დავიღალე… არდადეგები მინდა.. დასვენება მინდა… მარტო… კიდევ ერთხელ ვიტყვი: მარტო!… აღარ მინდა ჩემს მშობლებთან ერთად ზღვაზე წასვლა.. აღარ მინდა ათ საათზე დაძინება ბათუმში.. აღარ მინდა ყოველ 15 წუთში მირეკავდნენ იმის გასაგებად ხომ არ მოვკვდი.. მოკლედ, რამდენი აღარ მინდა დამიგროვდა… უნდა ამოვთქვა…

დედა, ამას თუ ოდესმე წაიკითხავ, იმედია მიხვდები, თუ როგორ მტანჯავთ..
ნანახია: 896 | დაამატა: depressroyale | ტეგები: თავისუფლება | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 Eguwhn  
0
valtrex cost - <a href="https://valacycucan.com/">valtrex 1000mg pill</a> buy forcan generic

სახელი *:
Email *:
კოდი *: