მთავარი » 2011 სექტემბერი 29 » გავცეთ თავისუფლება..
8:26 PM გავცეთ თავისუფლება.. | |
რაში გამოიხატება სიყვარული? იმაში , რომ ეგოისტურად გინდა ის სულ შენი იყოს ??ან დავიჯერო ისაა სიყვარული, ბოლომდე ცდილობდე მოკლა მისი პიროვნულობა რათა სულ იაროს შენს ახირებებზე??-მარტო იმაზე ფიქრობდე რა გინდა შენ და არ გადარდებდეს ის ამ მომენტში რას გრძნობს ..."მე მინდოდა ჩემთან ყოფილიყო დღეს", "მე მინდოდა რომ დღეში 15-ჯერ გაემეორებინა დაზეპირებული საალერსო სიტყვები, მან კი მხოლოდ 5-ჯერ თქვა(!)", "მე მინდოდა ვენახე, აბა რისთვის დავხარჯე ფული სალონში?!"..."მე მინდოდა","მე მინდოდა","მე მინდოდა",....არადა იქნებ რა უნდოდა მას??-არ! ჩვენ მზად ვართ ბოლომდე შევჭამოთ საყვარელი ადამიანები, სისხლი გამოვწოვოთ, ჩვენი ვამპირიზმით გავტანჯოთ, სული ამოვხადოთ ეჭვებით, მოთხოვნებით, პრეტენზიებით... ჩვენ ვცდილობთ ჩვენს მეგობრებს, შეყვარებულებს, ოჯახის წევრებს მოვპაროთ კაცობრიობის ასე სათაყვანებელი თავისუფლების ცნება, რომელსაც თავადაც ვაღმერთებთ და მზად ვართ ვებრძოლოთ ნებისმიერს, ვინც მის წართმევას შეეცდება...ხოდა თუ ასე ძვირფასია თავისუფლება, მაშინ რაღატომ ართმევ იმას, ვინც გიყვარს?? განა საყვარელი ადამიანისთვის საუკეთესი არ უნდა გემეტებოდეს? მგონი სრული სისულელე უნდა იყოს "მეორე ნახევრის" ცნება და ფრაზა "ჩვენ ერთი მთლიანი ვართ"-ადამიანი უნდა გიყვარდეს როგორც ინდივიდი და არ აღიქვა შენს დანამატად... ჩვენ ხომ სულ მზად ვართ ვღელავდეთ სხვის, თუნდაც ჩვენთვის უცნობი ადამიანის თავისუფლებაზე, ვაკრიტიკებდეთ მათ დამრღვევთ, ვაკეთოთ ხმამაღალი განცხადებები, დაუსრულებლად ვიკამათოთ ამაზე და ამავდროულად ეჭვიანობის და მესაკუთრეობის მორევში ვახრჩობდეთ საყვარელ ადამიანებს... და სადაა ამ დროს სიყვარული? თუ ის მართლა არსებობს, მაშინ მისი ყველაზე დიდი გამოხატულებაა შენთვის ასე ძვირფასი თავისუფლება მისცე მათ, ვინც გიყვარს... მაინც ხომ არაფერია მუდმივი, მაინც ხომ დროებით ვიცნობთ ერთმანეთს...ხოდა ნუ დავხუთავთ ნურავის, ნუ ავავსებთ საყვედურებით, კრიტიკით,ნუ ჩავავლებთ კლანჭებს- მივცეთ თავისუფლად სუნთქვის საშუალება, ფრთები გავაშლევინოთ, იფრინონ, მოვიდნენ, წავიდნენ- უბრალოდ გავაფერადოთ ერთმანეთი და შევქმნათ კარგი მოგონებები... როგორც ჩემი ერთი მეგობარი ამბობს ხოლმე-freedom, irrational freedom!.. | |
|
სულ კომენტარები: 49 | 1 2 3 4 5 » | ||||||||||
| |||||||||||
1-10 11-20 21-30 31-40 41-49 | |||||||||||