მთავარი » 2011 სექტემბერი 29 » თავის/ყველაფრის უფლება
7:35 PM თავის/ყველაფრის უფლება | |
სულელები მზად არიან ყველაფერი გაიღონ ორი რამისთვის-ბედნიერებისა და თავისუფლებისთვის, მაგრამ სასტიკად ისჯებიან, როდესაც ორივეს იღებენ, რადგან ბედნიერების განცდა მათ არ ძალუძთ, ხოლო რა მოუხერხონ თავისუფლებას, წარმოდგენა არ აქვთ. (ბერნარდ შოუ) ბევრის მიზანია, ბევრი მიისწრაფის მისკენ და რაც შეიძლება მეტ აკრძალულ ხილს ჭამს რათა დაამტკიცოს, რომ თავისუფალია… რა არის სინამდვილეში თავისუფლება? მე მხოლოდ ჩემ აზრს მოგახსენებთ: თავისუფლება ჩემთვის არის იმის უფლება, რომ მე ჩემით მივიღო გადაწყვეტილებები, გამოვიტანო დასკვნები, ვიმოქმედო თავისუფლად სხვის შეუზღუდავად, ვიცხოვრო, ვისუნთქო, არ მაიძულონ და აზრები არ მომახვიონ თავზე… ჩემი აზრით თავისუფლება არ არის ყოველი სოციალური ან ადამიანური ნორმის დარღვევა, არ არის აუცილებელი გამოვეყო საზოგადოებას, არ არის საჭირო ვიყო ორიგინალური, არ არის საჭირო ვიყო დაუმორჩილებელი… ხშირად ერევათ ხოლმე ჩემს ირგვლივ მყოფ ადამიანებს თავისუფლება და ყველაფრის უფლება. ბოლო კი შეიძლება საშინელ დაავადებაში გადაიზარდოს რომელსაც თავისუფლების მონობა ქვია… შენ აკეთებ ყველაფერს რომ იყო თავისუფალი და ამავდროულად თავის შეზღუდვას ღებულობ… მე იმდენად თავისუფალი ვარ, რომ შემიძლია არ გავიხვრიტო ყური და არ გავიკეთო ტატუ მხოლოდ იმიტომ რომ ეს თავისუფლების გამომხატველია… მე იმდენად თავისუფალი ვარ, რომ შემიძლია მოვუსმინო უფროსებს და გავიზიარო მათი გამოცდილება… მე იმდენად თავისუფალი ვარ, რომ შემიძლია შევზღუდო ჩემი თავი რაღაცეებში რადგან მე ამის უფლება მაქვს…. და ბოლოს სიმართლე გითხრათ მე თავისუფალს მხოლოდ აზროვნებას ვაფასებ და თავისუფლების ყველაზე უფრო დიდ გამოხატულებადაც ამას მივიჩნევ… ჩემთვის არ არსებობენ ადამიანები რომლებიც ყოველთვის მართლები არიან და არ არსებობენ ყოველთვის მცდარი ადამიანები, ჩვენ ადამიანებთან არ გვაქვს საქმე ჩვენ აზრებთან და იდეებთან გვაქვს საქმე ნუ აგვერევა აზრის განხილვა ადამიანის განხილვასთან… აზრს ხომ არანაირი კავშირი არ აქვს მის მთქმელთან აზროვების დროს ის დამოუკიდებელი ორგანიზმია… უბრალოდ ნუ გახდებით თავისუფლების მონები… მადლობ ყურადღებისთვის წყარო : ) მიმაგრება: სურათი 1 | |
|
სულ კომენტარები: 38 | 1 2 3 4 » | ||||||||||
| |||||||||||
1-10 11-20 21-30 31-38 | |||||||||||