მთავარი » 2011 სექტემბერი 30 » თავისუფლება, რომელსაც ანარქიამდე მივყავართ
2:09 AM თავისუფლება, რომელსაც ანარქიამდე მივყავართ | |
პროფესიით იურისტი ვარ, ხშირად ჩემს საქმიანობაში შევხვედრილვარ თავისუფლების ფარგლების პრობლემას, გულისხმობს თუ არა თავისუფლება გააკეთო ყველაფერი რაც გინდა (გამოხატვის თავისუფლება)? ან თქვა ყველაფერი რაც ენაზე მოგადგება(სიტყვი თავისუფლება)? ეს ჩანახატი მესამეკუსრზე დავწერე, როცა თავისუფლების საზღვრებზე გავიარე ლექცია, და როცა შევადარე რეალურ ცხოვრებას ნასწავლი. მოკლედ მგონი საინტერესო ჩანახატი გამომივიდა. იმედია წაიკითხავთ არაა ბევრი. ჩემი უბედურება მაშინ დაიწყო, როცა მეგობარმა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის კრებაზე წამიყვანა. კრება მშვენიერ ოფისში იმართებოდა. დარბაზში 235-მდე კაცი იყო. მომხსენებელი ქალი გახლდათ, რომელიც მგზნებარე სიტყვით მიმართავდა დარბაზში მსხდომთ და სიტყვის თავისუფლების არსს უხსნიდა: - მეგობრებო, – ამბობდა ის, – ჩვენ უკვე მივაღწიეთ თავისუფალი აზრის ეპოპეას. დღეიდან ყველას აქვს გინების, შეურაცხყოფის მიყენების უფლება. აბა, მეგობრებო, ვინ გვეტყვის, როგორ ატარებთ რეალურ ცხოვრებაში სიტყვის თავისუფლების არსს? - მე დავიწყებ, – წამოიძახა ერთმა ღიპიანმა მამაკაცმა და დაიწყო, – მოგეხსენებათ, სამარშრუტო ტაქსის მძღოლი ვარ, ამიტომ სიტყვის თავისუფლება ჩემთვის უცხო არ არის. ამას წინათ ვიღაცამ მარჯვნიდან კინაღამ დამარტყა, გავბრაზდი და ერთი საათი სიტყვის თავისუფლებას ვეწეოდი, თუმცა ისიც თანამედროვე ადამიანი აღმოჩნდა და მისგანაც მივიღე შესაბამისი სიტყვის თავისუფლება. იმ ღამეს შინ დაღლილი მივედი და ცოლმა სადილი არ დამახვედრა. ჰოდა, ქალბატონო მომხსენებელო, მთელი ღამე მე და ჩემმა ცოლმა სიტყვის თავისუფლებაში გავატარეთ!.. – დაასრულა მძღოლმა გამოსვლა და დარბაზს ამაყად გადახედა. მომხსენებელს აშკარად ესიამოვნა, რომ შრომა დაუფასდა და სამარშრუტო ტაქსის მძღოლს საეჭვოდ გაუღიმა. მალე სიტყვა გაბრაზებულმა 28 წლის ახალგაზრდა მამაკაცმა ითხოვა, რომელსაც სახე ჩალურჯებოდა. - მე საყვედური მინდა გითხრათ, – დაიწყო მან – ყველას ტვინში ჯერ არ შესულა აზრის გამოხატვის თავისუფლება. მინდა გითხრათ, რომ გუშინ ჩემს მეზობელს, რომელსაც ლამაზი ცოლი ჰყავს, მოვთხოვე (ზრდილობიანად, სხვათა შორის), რომ ერთი ღამე მის ცოლს ჩემთან გაეტარებინა. მან კი სასტიკად მცემა, ის კი არადა, სახლიდანაც გამომაგდო. მოვითხოვ, ან ასწავლეთ იმ კაცს, რასაც მე მასწავლით, ან კიდევ დასაჯეთ! მოულოდნელად დარბაზში თმაგაჩეჩილი უცხოელი შემოვიდა და მომხსენებელს ჯიბეში რაღაც მწვანე ჩაუდო. ამ ფაქტმა მომხსენებელი უფრო მეტად ააელვარა და ახალი ენერგიით დაიწყო: - მეგობრებო, დღეს ჩვენთან მოვიდა ახალი პერსონა, რომელსაც სურს, ეზიაროს ჩვენს იდეოლოგიას, მივესალმოთ მას! – დაიყვირა და ხელი ჩემკენ გამოიშვირა. დარბაზი ფეხზე წამოდგა და ტაში დამიკრა. მეც შევიფერე და ტრიბუნაზე ავედი. მომხსენებელი გადამეხვია, მე კი პირობა დავდე, რომ მთელ ჩემს შეგნებულ სიცოცხლეს სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას მივუძღვნიდი. ამ იდეით გაჟღენთილი წამოვედი სხდომიდან. მოვდიოდი და ვფიქრობდი ჩემს წარსულზე, თუ როგორ უაზროდ ვცხოვრობდი ამდენ ხანს და როგორ შემეცვალა ცხოვრება უცებ. "ახლა კი გამოვიყენებ იმას, რაც ვისწავლე”, – გავიფიქრე და იქვე მდგარ პატრულს მივუახლოვდი, ღრმად ამოვისუნთქე და მის გასაგონად ხელისუფლების ლანძღვა დავიწყე. პატრული ერთხანს გაოცებული მიყურებდა, მაგრამ რომ არ გავჩერდი, ჭიტლაყი მითავაზა და მანქანაში ჩამტენა. - როგორ ბედავთ?! – ავყვირდი მე, – სიტყვის თავისუფლების კანონს არღვევთ, ახლავე დავრეკავ, სადაც საჭიროა, და მომხსენებლის ნომერი ავკრიფე. მომხსენებელმა ყურადღებით მომისმინა, მერე ნწუ ნწუო, თქვა და ამიხსნა, რომ მე ახალი ვარ და იმ ლექციებს არ დავსწრებივარ, სადაც ლაპარაკი იყო იმაზე, რომ სიტყვის თავისუფლება გამონაკლის პუქტებსაც შეიცავს, მაგრამ ბოლოს დამამშვიდა, სასამართლოზე რაც გინდა თქვი, არავინ არაფერს გეტყვისო. ჩემს სასამართლო პროცესზე უამრავი ხალხი მოვიდა, ტელევიზიებიც ბლომად ირეოდნენ. გადავწყვიტე, ჩემი აზრი გამომეთქვა, მაგრამ ერთმა ტელევიზიამ მითხრა, კი, მართალია, ჩვენთან არის სიტყვის თავისუფლება, მაგრამ მხოლოდ ჩვენ მიერ ჩამოწერილი თავისუფალი სიტყვები უნდა თქვაო, და მანახა, რა უნდა მეთქვა. მეორე ტელევიზიამაც იგივე მითხრა, ოღონდ პირველი ტელევიზიის საპირისპირო სიტყვები მანახა. შესაბამისად, ვერაფერი ვთქვი და ისევ მოსამართლის იმედზე დავრჩი. მოსამართლემ თავის მოკლე გამოსვლაში გააანალიზა ჩემი დანაშაული, სამშობლოსა და საზოგადოებას შორის რომ ღალატი იგულისხმება, იმ ღალატში დამდო ბრალი, მერე ჩაქუჩი სამჯერ დააკაუნა და 4 წელიო – გამოაცხადა. - რა ამბავია 4 წელი?! – ავყვირდი. - სიტყვის თავისუფლებაა, ბატონო, მინდა ოთხს ვიტყვი, მინდა ოცს, – დამტუქსა მოსამართლემ. ოთხი კი არა, ხუთი იყოსო, თქვა და პროკურორს თვალი ჩაუკრა. ახლა საკანში ვზივარ 5 პატიმართან ერთად, რომლებიც ჩემ მიმართ "თავისუფალი სიტყვის” უკიდურესად რადიკალურ ფორმებს იყენებენ. თუ ბედმა გამიღიმა და აქედან ცოცხალი გამოვედი, ჩემდა თავად იმ კრებაზე მიმსვლელის!.. < დაწერილია GIO_QUEEN მიერ | |
|
სულ კომენტარები: 39 | 1 2 3 4 » | ||||||||||
| |||||||||||
1-10 11-20 21-30 31-39 | |||||||||||